კამპანიები

კამპანია „იცურე მშვიდად“

18.02.2021
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრის, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN), ანა დოლიძისა და პროგრესის ცენტრის ინიციატივით, 2018 წლიდან მიმდინარეობს კამპანია „იცურე მშვიდად“. კამპანია აერთიანებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივისტებს და მიმართულია საქართველოში წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ. კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ზაფხულის სეზონზე საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება ზღვაში, ხელოვნურ წყალსაცავებში, ტბებსა და  მდინარეებში. პრობლემას წარმოადგენს წყლის ობიექტებზე მოწყობილი კუსტარული რეკრეაციული ზონები, სადაც არ არის უზრუნველყოფილი მაშველების დახმარება და დაუცველია მოქალაქეთა უსაფრთხოება. განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალულია, მაგრამ სახელმწიფოს და კერძო კომპანიებს ტერიტორიები არა აქვთ დაცული კაპიტალური ბარიერებით და ხშირად ამ ტერიტორიებზე არც გამაფრთხილებელი აბრებია გაკრული. 

კამპანიის ინიციატორებმა რამდენიმე გამაფრთხილებელი, საინფორმაციო და საპროტესტო აქცია ჩაატარეს თბილისში და სხვა ქალაქებში. ასევე, შეხვდნენ ქალაქების ხელმძღვანელებს და საჯარო მოხელეებს, სკოლის მოსწავლეებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ პლატფორმასთან ერთად განხორციელდა ადვოკატირება პარლამენტსა და მთავრობაში კანონდებლობის დროულად შეცვლის მიზნით. მომზადდა პრობლემების ამსახველი ანგარიში და პოლიტიკის დოკუმენტი, შესაბამისი რეკომენდაციებით.

კამპანია „იცურე მშვიდად“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.
კამპანიები

კამპანია „იცურე მშვიდად“

ადამიანის უფლებათა ცენტრის, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN), ანა დოლიძისა და პროგრესის ცენტრის ინიციატივით, 2018 წლიდან მიმდინარეობს კამპანია „იცურე მშვიდად“. კამპანია აერთიანებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივისტებს და მიმართულია საქართველოში წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ. კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კამპანია „ბოდიში“

კამპანია „ბოდიში“ - ბოდიში ტყვიების ნაცვლად! 
კამპანია „ბოდიში“ დაიწყო 2007 წლის მარტში. 
ბოდიშის თქმა არ არის ადვილი, ხშირად - არც მისი მიღება.