პრიორიტეტები

საქმიანობები 
  • საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მონიტორინგი და დოკუმენტირება;
  • საქართველოში ადამიანის უფლებების სიტუაციის შესახებ ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ეუთოს, გაეროს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვისანგარიშების რეგულარულად მიწოდება; 
  • საკანონმდებლო და პოლიციის რეფორმების ლობირება და ადვოკატირება ეროვნულ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან; 
  • ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე სასამართლო დავების წარმოება იურიდული დახმარების ცენტრის უფასო მომსახურების გზით. 
  • საქართველოში  ადამიანის უფლებათა სიტუაციაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ყოველდღიურად განახლებადი ორენოვანი ინტერნეტგამოცემის www.humanrights.ge-ის საშუალებით. 
  • ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების ქსელური საქმიანობის საშუალებით. 
პრიორიტეტები:

კანონის უზენაესობის გაძლიერება

  • საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობით და მათი განხორციელების მონიტორინგით; 
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით ადამიანის უფლებებისა და მათი რეალიზაციისათივს ხელმისაწვდომი იურიდიული მექანიზმების შესახებ; 
  • უფასო იურიდიული დახმარებით კერძო პირებისა და ჯგუფებისათვის, რათა დაცული იყოს მათი უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე; 
  • ადამიანის უფლებების დარღვევების მონიტორინგით, დოკუმენტირებით და ანგარიშების მომზადებით. 
გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დაცვა 
  •      დამოუკიდებელი მედიის განვითარების ხელშეწყობით; 
  •      გამოხატვის თავისუფლებისათვის შესაბამისი გარემოს შექნის ხელშეწყობით; 
  •      ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების ორგანიზაციული განვითარებით;
  •      ახალი მედიის ხელშეწყობითა და პოპულარიზაციით. 
თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა 
  •      დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლით;
  •      უმცირესობების უფლებების დაცვით;
  •      გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობით.
გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების ხელშეწყობა 
  • შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების დოკუმენტირებით და ანგარიშების მომზადებით;   
  • ადამიანის უფლებათა დარღვევებზე ანგარიშვალდებულების ხელშეწყობით;   
  •  რესტიტუციის, რეპარაციის ადვოკატირებით; 
  •  ნდობის აღდგენა შერიგებისა და მშვიდობის აღდგენით; 
დემოკრატიული პროცესების გაძლიერება 
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება ორგანიზაციული განვითარებისა და ქსელური საქმიანობების საშუალებებით; 
  • სოციალური ჯგუფების სამოქალაქო საქმიანობებში ჩართვის ხელშეწყობით;   
  • თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, კარგი მმართველობისა და გამჭირვალობის ხელშეწყობით.