საქმიანობები
- საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მონიტორინგი და დოკუმენტირება;
- საქართველოში ადამიანის უფლებების სიტუაციის შესახებ ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ეუთოს, გაეროს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვისანგარიშების რეგულარულად მიწოდება;
- საკანონმდებლო და პოლიციის რეფორმების ლობირება და ადვოკატირება ეროვნულ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან;
- ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე სასამართლო დავების წარმოება იურიდული დახმარების ცენტრის უფასო მომსახურების გზით.
- საქართველოში ადამიანის უფლებათა სიტუაციაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ყოველდღიურად განახლებადი ორენოვანი ინტერნეტგამოცემის www.humanrights.ge-ის საშუალებით.
- ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების ქსელური საქმიანობის საშუალებით.
პრიორიტეტები:
კანონის უზენაესობის გაძლიერება
- საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობით და მათი განხორციელების მონიტორინგით;
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით ადამიანის უფლებებისა და მათი რეალიზაციისათივს ხელმისაწვდომი იურიდიული მექანიზმების შესახებ;
- უფასო იურიდიული დახმარებით კერძო პირებისა და ჯგუფებისათვის, რათა დაცული იყოს მათი უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე;
- ადამიანის უფლებების დარღვევების მონიტორინგით, დოკუმენტირებით და ანგარიშების მომზადებით.
გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დაცვა
- დამოუკიდებელი მედიის განვითარების ხელშეწყობით;
- გამოხატვის თავისუფლებისათვის შესაბამისი გარემოს შექნის ხელშეწყობით;
- ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების ორგანიზაციული განვითარებით;
- ახალი მედიის ხელშეწყობითა და პოპულარიზაციით.
თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა
- დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლით;
- უმცირესობების უფლებების დაცვით;
- გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობით.
გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების ხელშეწყობა
- შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების დოკუმენტირებით და ანგარიშების მომზადებით;
- ადამიანის უფლებათა დარღვევებზე ანგარიშვალდებულების ხელშეწყობით;
- რესტიტუციის, რეპარაციის ადვოკატირებით;
- ნდობის აღდგენა შერიგებისა და მშვიდობის აღდგენით;
დემოკრატიული პროცესების გაძლიერება
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება ორგანიზაციული განვითარებისა და ქსელური საქმიანობების საშუალებებით;
- სოციალური ჯგუფების სამოქალაქო საქმიანობებში ჩართვის ხელშეწყობით;
- თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, კარგი მმართველობისა და გამჭირვალობის ხელშეწყობით.