ანალიტიკურ ბრიფში განხილულია 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტამდე პერიოდში Covid-19 პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენები საქართველოში, პანდემიის წინააღმდეგ მიღებული საგანგებო ზომები და შეზღუდვები და მათი ზეგავლენა სამოქალაქო თავისუფლებებზე.
მოკლე ინფორმაცია შეზღუდვებთან დაკავშირებით
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ძალაში რჩებოდა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მთავრობის მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვები, რომელიც 2020 წლის ნოემბრიდან მოქმედებს საქართველოში:
- ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და საჯარო სივრცეში ყოფნის შეზღუდვა საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე;
- დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტისა და რეგულარული საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აკრძალვა;
- კაფეებისა და რესტორნებისათვის სტუმრების მიღების აკრძალვა როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, გარდა გატანის, მიტანისა და „დრაივ“ სერვისებისა.
- კონფერენციების, ტრენინგების, კულტურული და გასართობი ღონისძიებების, სპორტული, სახელოვნებო და კულტურული აქტივობების აკრძალვა (ონლაინ ფორმატის გარდა).
Covid-19-ის წინააღმდეგ დადგენილი ზოგიერთი შეზღუდვა შემსუბუქდა ახალი წლისა და მართლმადიდებლური შობის დღესასწაულებთან დაკავშირებით. 24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში აღდგა მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრებს გარკვეული პირობებით მუშაობის უფლება მიეცათ. ახალი წლისა და მართლმადიდებული შობის ღამეს მოიხსნა კომენდანტის საათი და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა.
სრული ანგარიში