კორონავირუსის პანდემიამ საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა ცენტრის საქმიანობაზე, სხვა ორგანიზაციების მსგავსად, ცენტრი ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმზე გადავიდა და ამ ფორმატით მოუწია ურთიერთობა ბენეფიციარებთან. ამ წლის განმავლობაში შემუშავებული ახალი პროექტების იდეებისა და განსახორციელებელი გეგმების შესახებ პრეზენტაციები დონორებთან ონლაინ ფორმატით წარიმართა.
2020 წლის ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის ხედვის, მისიის, გამოწვევების, პარტნიორი ორგანიზაციების, განხორციელებული პროექტებისა და ამ წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ანგარიშების შესახებ.