პრეს-რელიზი

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშების და შეფასებების ციტირება Freedom House-ს ანგარიშში

23.05.2021
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა სამეთვალყურეო ორგანიზაციამ Freedom House გამოაქვეყნა 2021 წლის ანგარიში -„ქვეყნები გარდამავალ პროცესში“. საქართველოში სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და მისი დამოუკიდებლობის, ასევე დემოკრატიული მმართველობის საკითხების შეფასებისას, Freedom House ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშებს და ანალიტიკურ დოკუმენტებს დაეყრდნო.  

ანგარიშში მოხსენიებულია ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკანორ მელიას, გიორგი რურუას, გიორგი უგულავას და  2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი ანალიზის დოკუმენტები, სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგის შუალედური და შემაჯამებელი ანგარიშები და საპროტესტო აქციების მონიტორინგის შუალედური ანგარიში -2020.

Freedom House-ს ანგარიშის თანახმად, ოთხივე საქმეში იდენტიფიცირებულია სამართლებრივი ნაკლოვანებები და დარღვევები. პოლიტიკური ნიშნების თაობაზე ასევე ნათქვამია მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა  და ავთანდილ წერეთლის საქმეებზეც, რომელთაც ფულის გათეთრების ბრალდება წაუყენეს. ამ საქმეებზე ადამიანის უფლებათა ცენტრი სასამართლო მონიტორინგს ახორციელებდა პროექტის „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პოლიტიკური ჩარევის გარდა, ქვეყნის სასამართლო სისტემა 2020 წელს მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, რაც უკავშირდება მისი ძირითადი ფუნქციების განხორციელებასა და საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით იქნა მიღებული.

დოკუმენტის თანახმად, ხელისუფლების გადაცემის შემდეგ, 2012 წელს, გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, რომელთა საქმეებზე ზოგიერთი დამკვირვებელი ეჭვობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული იყო. 

რაც შეეხება საპროტესტო აქციების მონიტორინგს, ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა საზოგადოებრივ შეკრებებსა და დემონსტრაციებზე, 2020 წლის განმავლობაში, პანდემიის დროს საპროტესტო აქციები მაინც მიმდინარეობდა. მათი უმეტესობა მშვიდობიანი იყო და სამართალდამცავი ორგანოები არ არღვევდენ დემონსტრანტების უფლებებს, გარდა იმ რამდენიმე შემთხვევისა, როდესაც პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა.

ანგარიშში, ასევე, ყურადღება გამახვილებულია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებზე, რომელსაც Freedom House ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკური დოკუმენტის საფუძველზე აფასებს და იზიარებს ორგანიზაციის პოზიციას, რომ განხორციელებული ცვლილებები აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, საპარლამენტო ზედამხედველობისა და კონტროლის გარეშე, ანიჭებს ჩვეულებრივ ვითარებაში იმავე ზომების გატარების უფლებას, რისი შესაძლებლობაც მას აქამდე მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში ჰქონდა და მისი ლეგიტიმურობის შემოწმება, საქართველოს პარლამენტის პირდაპირი ვალდებულება იყო. 

აგრეთვე, ანგარიშში ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიშზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არანაირი მატერიალური მტკიცებულება პანდემიის დროს,  სახელმწიფოს მხრიდან, რა დროსაც, ადგილი ჰქონდა რაიმე ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებს, იქნება ეს - სოციალური დახმარებები, ფინანსური მხარდაჭერა თუ სამედიცინო დამხარების გაწევის მიმართულება, ოფიციალურმა პირებმა განსხვავებული, უთანასწორო გზებით უპასუხეს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების რწმენის საჭიროებებს. იმავდროულად კი, ქრისტიანულ დღესასწაულებზე კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიმართ ხდებოდა. 

გარდა ზემოაღნიშნულისა, ცენტრის ანგარიშის - ,,COVID 19 პანდემია და ადამიანის უფლებები- 2020” დაყრდნობით, Freedom House აცხადებს, რომ პანდემიის წინაშე მდგარ გამოწვევებთან ბრძოლისას, წინა პლანზე წამოიწია ზოგიერთი უმცირესობის მდგომარეობა. მაგალითად, ტრანსგენდერი ადამიანების წინაშე მყოფი პრობლემური საკითხები გაიზარდა.  ამ სოციალური ჯგუფისადმი ყურადღების ნაკლებობისა და მხარდაჭერის არქონის გამო, პროტესტის ნიშნად, ერთი ახალგაზრდა ტრანსგენდერი თავის დაწვას ცდილობდა თბილისის მერიის წინ, რადგან პანდემიურმა კრიზისმა გამოავლინა ტრანსგენდერი პირების ეკონომიკური და სოციალური გარიყვის მწვავე პრობლემა საზოგადოებაში.

ანგარიში, ასევე, სხვა ბევრ საკითხსაც მოიცავს. განსაკუთრებით აღნიშნულია, რომ საქართველოში მთავარი ცვლილებები ელექტორალურ პროცესთან ერთად, ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის მდგომარეობას შეეხო, რის შედეგადაც ქვეყანაში დემოკრატიის შეფასება (უკვე მცირე 38 ქულიდან) 36/100-მდე შემცირდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

Loading...