განცხადებები

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს ვაკანსიას 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების გრძელვადიანი დამკვირვებელი-იურისტის პოზიციაზე კახეთის რეგიონში

09.07.2021
ფონტის ზომა
სამუშაო განაკვეთი: არასრული
 ძირითადი მოვალეობების აღწერა:
 
პროექტის ფარგლებში, შერჩეული გრძელვადიანი დამკვირვებელი-იურისტი განახორციელებს  2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას მის რეგიონში:  შეაგროვებს ინფორმაციას წინასაარჩევნო კამპანიების შესახებ და დააკვირდება კანდიდატების/პარტიების შეხვედრებს ამომრჩევლებთან, რათა მოახდინონ სავარაუდო საარჩევნო დარღვევების და პრობლემების იდენტიფიცირება;  ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენების ფაქტების იდენტიფიცირება და ა.შ. ამასთანავე, გრძელვადიან დამკვირვებელს მოუწევთ: საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან; საჯარო უწყებების ანგარიშებისა და სხვა საჯარო მასალების შესწავლა;მასმედიის საშაულებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა; იდენტიფიცირებული დარღვევის შედარება კანონმდებლობასთან; მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ყოველთვიური ანგარიშების წარმოება და პროექტის კოორდინატორისთვის წარდგენა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- პროფესიით მუშაობის გამოცდილება; 
- არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება,
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
- შრომის კარგი დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
 
უპირატესობა მიენიჭება იმ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება  სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის; 
ანაზღაურება:   შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
- რეზიუმე (СV);
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
 
დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულმისამართზე: hrc@hrc.ge
 
გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: გრძელვადიანი დამკვირვებელი
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 18 ივლისი.
 
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
 
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. 
საკონტაქტო ნომერი: 5 99 93 76 76 
განცხადებები