ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს, „სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების ტრენინგის“ მონაწილეთა შესარჩევად. სამდღიანი ტრენინგი გაიმართება 2021 წლის 15-17 სერქტემბერს ქალაქ ერევანში, სომხეთი. ტრენინგის სამუშაო ენაა რუსული; მასში მონაწილეობა შეუძლიათ 18-22 წლის ახალგაზრდებს, ვინც დაინტერესებულია აფხაზ და ოს თანატოლებთან ერთად სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების სფეროში სამომავლო თანამშრომლობით, სამშვიდობო დიალოგებსა და პროექტებში მონაწილეობით.
პროგრამის აღწერილობა
„სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების ტრენინგი“ წარმოადგენს 3-დღიან საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის მიზანიცაა ქართველ, აფხაზ და ოს მონაწილეებში ხელი შევუწყოთ სამოქალაქო აქტივიზმსა და ადვოკატირებასთან დაკავშირებული კომპეტენციების (ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების) განმტკიცება-განვითარებას.
ტრენინგის გავლის შედეგად მონაწილენი:
- გააანალიზებენ გუნდის რაობას, მისი განვითარების სტადიებსა და შესაბამის სირთულეებს;
- სიღრმისეულად გაიაზრებენ დემოკრატიის არსს და სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოების როლს;
- გაიაზრებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და ინიციატივასთან დაკავშირებულ საკითხებს და აქტიური მოქალაქის მიერ გასავლელ გზას;
- განიხილავენ სამოქალაქო აქტივისტისთვის საჭირო კომპეტენციებს და აქედან გამომდინარე მოახდენენ საკუთარ თვითშფასებას.
- გაიაზრებენ სახელმწიფოს მისიას და მის ხელშემწყობ თუ ხელშემშლელ გარემოებებს;
- ჩაუღრმავდებიან ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიისკენ გარდამავალ პერიოდში არსებულ სირთულეებს;
- მიიღებენ ინფორმაციას სამოქალაქო ჩართულობის სფეროებისა და საფეხურების შესახებ და გაიაზრებენ ამ პროცესში არსებულ სირთულეებსა თუ გამოწვევებს;
- გააანალიზებენ ადვოკატირების რაობას, მიზნებსა და ამოცანებს;
- გაეცნობიან ადვოკატირების ფორმებს და ადვოკატირების პორტფოლიოს წარმატებულ ნიმუშებს.
პროექტი დაფინანსებულია Institut für Auslandsbeziehungen (ifa) e. V., Förderprogramm zivik –ის მიერ.
მონაწილეები:
აფხაზი, ოსი და ქართველი ახალგაზრდები - ასაკობრივი ზღვარი 18-22 წელი.
სამუშაო ენა: რუსული
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV და სამოტივაციო წერილი გამოგზავნეთ ქართულ ან რუსულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: <
58>ninotlashadze@gmail.com 2021 წლის 31 აგვისტოს 18 საათამდე.