განცხადებები

სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების ტრენინგი

10.08.2021
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს,  „სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების ტრენინგის“ მონაწილეთა შესარჩევად. სამდღიანი ტრენინგი გაიმართება 2021 წლის 15-17 სერქტემბერს ქალაქ ერევანში, სომხეთი. ტრენინგის სამუშაო ენაა რუსული; მასში მონაწილეობა შეუძლიათ 18-22 წლის ახალგაზრდებს, ვინც დაინტერესებულია აფხაზ და ოს თანატოლებთან ერთად სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების სფეროში სამომავლო თანამშრომლობით, სამშვიდობო დიალოგებსა და პროექტებში მონაწილეობით. 

პროგრამის აღწერილობა

 „სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების ტრენინგი“ წარმოადგენს 3-დღიან საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის მიზანიცაა ქართველ, აფხაზ და ოს მონაწილეებში ხელი შევუწყოთ სამოქალაქო აქტივიზმსა და ადვოკატირებასთან დაკავშირებული კომპეტენციების (ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების) განმტკიცება-განვითარებას.

ტრენინგის გავლის შედეგად მონაწილენი:
  • გააანალიზებენ გუნდის რაობას, მისი განვითარების სტადიებსა და შესაბამის სირთულეებს;
  • სიღრმისეულად გაიაზრებენ დემოკრატიის არსს და სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოების როლს;
  • გაიაზრებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და ინიციატივასთან დაკავშირებულ საკითხებს და აქტიური მოქალაქის მიერ გასავლელ გზას;
  • განიხილავენ სამოქალაქო აქტივისტისთვის საჭირო კომპეტენციებს და აქედან გამომდინარე მოახდენენ საკუთარ თვითშფასებას.
  • გაიაზრებენ სახელმწიფოს მისიას და მის ხელშემწყობ თუ ხელშემშლელ გარემოებებს;
  • ჩაუღრმავდებიან ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიისკენ გარდამავალ პერიოდში არსებულ სირთულეებს;
  • მიიღებენ ინფორმაციას სამოქალაქო ჩართულობის სფეროებისა და საფეხურების შესახებ და გაიაზრებენ ამ პროცესში არსებულ სირთულეებსა თუ გამოწვევებს;
  • გააანალიზებენ ადვოკატირების რაობას, მიზნებსა და ამოცანებს;
  • გაეცნობიან ადვოკატირების ფორმებს და ადვოკატირების პორტფოლიოს წარმატებულ ნიმუშებს.
პროექტი დაფინანსებულია Institut für Auslandsbeziehungen (ifa) e. V., Förderprogramm zivik –ის მიერ. 

მონაწილეები:
აფხაზი, ოსი და ქართველი ახალგაზრდები - ასაკობრივი ზღვარი 18-22 წელი. 
სამუშაო ენა: რუსული

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV და სამოტივაციო წერილი გამოგზავნეთ ქართულ ან რუსულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: <58>ninotlashadze@gmail.com 2021 წლის 31 აგვისტოს 18 საათამდე. 
 
განცხადებები
Loading...