ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს ვაკანსიას 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე დამკვირვებლის პოზიციაზე.
პოზიციის აღწერილობა
საარჩევნო პროცესზე დაკვირვება და დარღვევებზე რეაგირება არჩევნების დღეს, 2021 წლის 2 ოქტომბერს, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. დამკვირვებლები განთავსებულნი იქნებიან ერთ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს და განახორციელებენ რეაგირებას საარჩევნო დარღვევებზე. შერჩეული დამკვირვებლები გაივლიან სპეციალურ ერდღიან ტრენინგს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, კენჭისყრის დღის პროცედურები, ხმის დათვლის პროცესი, შემაჯამებელი ოქმის შედგენა, საჩივრების მომზადება და წარდგენა საუბნო, საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში. საარჩევნო უბანზე განვითარებულ მოვლენებთან, საარჩევნო პროცესის დაკვირვების შედეგებთან, გამოვლენილ დარღვევებთან და განხორციელებულ რეაგირებასთან დაკავშირებით დამკვირვებლები მოამზადებენ ანგარიშს. დამკვირვებლისათვის გათვალისწინებულია ანაზღაურება 120 ლარის (ხელზე ასაღები თანხა) ოდენობით. ანაზღაურებული იქნება ასევე ტრანსპორტირებისა და საკომუნიკაციო ხარჯები.
მოთხოვნები:
- საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან
- მოტივირებული, კომუნიკაბელური და დეტალებზე ორიენტირებული
- კანდიდატი არ უნდა იყოს არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი ან აქტივისტი
უპირატესობა მიენიჭება იმ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება და არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება
კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია:
1) საქართველოს სამიზნე რეგიონებში სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა;
2) კონკრეტული საარჩევნო დარღვევების აღმოფხვრის მიზნით ადვოკატირება შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან;
3.) საარჩევნო სისტემისა და არჩევნების პროცესში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ცნობიერების გაზრდა.
დაინტერესებულმა პირებმა 2021 წლის 20 სექტემბრამდე ადამიანის უფლებათა ცენტრის ელექტრონულ მისამართზე -
hrc@hrc.ge - უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- რეზიუმე (СV);
- სამოტივაციო წერილი.
გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: საარჩევნო დამკვირვებელი.
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ონლაინ გასაუბრება.
დამატებითი ინორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995 32) 237 69 50, (+995 32) 238 46 48 (ოთხშაბათს ან პარასკევს, 10:00-დან 18:00 საათამდე).