თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის საჩივარი, სამართალომ სამართალდამრღვევად ცნო თეთრიწყაროს N26 საარჩევნო ოლქის N23 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე და თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი პარტია ქართული ოცნებიდან, რის შედეგადაც ისინი 2000-2000 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ ასევე, სამართალდამრღვევად ცნო ამავე საუბნო საარჩევნო კომისიის 5 წევრი და მათ მიმართ ადმინისტრაციულ სახდელად გაფრთხილება გამოიყენა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის საჩივარი ეხებოდა თეთრიწყაროს N26 საარჩევნო ოლქში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის(„ქართული ოცნებიდან“) გიორგი წიკლაურის და ამავე საარჩევნო ოლქის N23 საარჩევნო უბნის თავჯდომარისა და საარჩევნო უბნის კომისიის წევრების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევას.
კერძოდ, ამა წლის 1 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში მერობის კანდიდატმა გიორგი წიკლაურმა, სოფელ ქოსალარის სკოლის დირექტორთან და ამავე სკოლის მასწავლებლებლებთან ერთად, რომლებიც ასევე არიან საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე და საუბნო კომისიის წევრები, განახორციელა სოფელ ქოსალარის ამომრჩეველთან წინასაარჩევნო აგიტაცია, რაც აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 45-ე 48-ე მუხლების შესაბამისად.
ფაქტის მტკიცებულება, წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში, მოპოვებულ იქნა გიორგი წიკლაურის ოფიციალური ფეისბუკ გვერდიდან, სადაც კანდიდატმა თავის გვერდზე თვითონვე გააზიარა წინასაარჩევნო აგიტაციის შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა, აღნიშნულ ფოტომასალაზე ასახული იყო, მერობის კანდიდატი, პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი გოდეძი ჩანქსელიანი და N 23 საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე და წევრები.
წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გრძელვადიანმა დამკვირვებელმა, აღნიშნული ფაქტი გაასაჩივრა N 26 საოლქო საარჩევნო კომისიაში და მოითხოვა მერობის კანდიდატის და N 23 საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის და კომისიის წევრების სამართალდამრღვევებად ცნობა. დამკვირვებლის მოთხოვნა N 26-ე საოლქო კომისიის თავჯდომარემ არ დააკმაყოფილა, რადგან კომისიის თავჯდომარემ და წევრებმა განხილვისას წარმოადგინეს ახსნა-განმარტებები, რის მიხევითაც მათ განაცხადეს, რომ სოფელში იმყოფებოდნენ გასვენებაში, საიდანაც შემთხვევით მოხვდნენ ადამიანების შეკრებაზე და როცა აღმოაჩინეს, რომ თურმე წინასაარჩევნო შეკრებაზე ყოფილან,(მათივე განმარტებით მას შემდეგ რაც გაიგეს რომ წინასაარჩევნო აგიტაცია მიმდინარეობდა) შეკრება მალევე დატოვეს. აღნიშნული განმატრებები არ მოდიოდა შესაბამისობაში იმ ფოტომასალასთან რაც მტკიცებულების სახით დაერთო საჩივარს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის გრძელვადიანმა დამკვირვებელმა საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა იგივე მოთხოვნით. თეთრიწყაროს რაინულმა სასამართლომ კი საჩივარი, 2021 წლის 27 სექტემბერს განიხილა და დააკმაყოფილა. საბოლოოდ სამართალდამრღვევთა მიმართ სასამართლომ გამოსცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ორი ოქმი, რის შესაბამისადაც, თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი გიორგი წიკლაური სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა 2000 ლარით, ასევე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო N23-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესაბამისად დააჯარიმა 2000 ლარით. ხოლო კომისიის წევრების მიმართ სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული სახდელი- გაფრთხილება.
ადამიანის უფლებათა ცენტრი