ღონისძიებები

ტრენინგი

27.09.2021
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრის თანამშრომლებისთვის 23-24 სექტემბერს  პროექტ “COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობისა და მდგრადობის ”ფარგლებში  გაიმართა ორდღიანი ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის ინფორმაციის გაზიარებას პროექტების წერის და მისი სწორად დაგეგმარების შესახებ. ტრენინგს უძღვებოდა ,,კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის’’ ტრენერი ქალბატონო თამარ ცირეკიძე. 

‼️ტრენინგის მიმდინარეობისას სრულად იყო დაცული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები.

“COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა’’ არის რეგიონული პროექტი, რომელსაც ERIM (Equal Rights & Independent Media – ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT), ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს COVID-19-ის პანდემიის განმავლობაში და მის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ აქტივისტების და დამოუკიდებელ მედიას."
ღონისძიებები