ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) წარმოადგენლები 2021 წლის 11 და 19 ოქტომბერს პროექტი „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგის“ ფარგლებში შეხვდნენ ევროპარლამენტის წარმომადგენლებს.
ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება უზრუნველყო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა. ადამიანის უფლებათა ცენტრი არის FIDH-ის წევრი ორგანიზაცია.
შეხვედრის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოხსენებები გააკეთეს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მიმდინარეობის შესახებ და ორგანიზაციის მიერ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მომზადებული ანგარიშების შესახებ. ამასთანავე, შეკრებისა და მანიფესტაციის კუთხით მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილ ხარვეზებზე და ტენდენციებზე. სხვედრის ფარგლებში საუბარი წარიმართა მართლმსაჯულების მიმართულებით არსებული ხარვეზებისა და გამოწვევების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში ერთ-ერთ ძირითი საკითხად ასევე, გამოიყო საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
ადამიანის უფლებათა ცენტრი სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო საქმეების და აქციების მონიტორინგს ახორცხიელებს „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგის“ პროექტის ფარგლებში.
პროექტის მხარდამჭერია აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).