ღონისძიებები

ტრენინგი ცენტრის თანამშრომლებისთვის

28.10.2021
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრის თანამშრომლებისთვის 21, 22, 25 და 26 ოქტომბერს პროექტ “COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობისა და მდგრადობის” ფარგლებში  გაიმართა ოთხდღიანი ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის ინფორმაციის გაზიარებას პროექტების წერის და მისი სწორად დაგეგმარების შესახებ. ტრენინგს უძღვებოდა ,,კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის’’ ტრენერი  თამარ ცირეკიძე და ბესო სულაბერიძე. 
 
ტრენინგის მიმდინარეობისას სრულად იყო დაცული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები.
 
“COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა’’ არის რეგიონული პროექტი, რომელსაც ERIM (Equal Rights & Independent Media – ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT), ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს COVID-19-ის პანდემიის განმავლობაში და მის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ აქტივისტების და დამოუკიდებელ მედიას."
 
#EU4Georgia #TeamEurope #COVID19 #together
 
European Union in Georgia
ღონისძიებები
Loading...