სიახლეები

შატილის ავარიის საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

29.11.2021
ფონტის ზომა
2021 წლის 15 ნოემბერს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შატილის ავარიის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. გოჩა გოგილაშვილი მისთვის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შალვა ბოლოთაშვილს შეეცვალა  კვალიფიკაცია 2201 მუხლით (რაც გულგრილობას გულისხმობს) და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

17 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ პროკურატურას დაზარალებულების სახელით, რათა გაესაჩივრებინათ  მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ნომებრის განაჩენი ტურისტული კომპანიია „თრეველერ ჯი-ს“ ხელმძღვანელის -  შალვა ბოლოთაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის ნაწილში. 

საქმის წარმოების ისტორია:


26.11.20. ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ პროკურატურას ინფორმაციის მოწოდების მიზნით შემდეგ კითხვებზე: რა მუხლით   დაიწყო გამოძიება  2020 წლის 23 აგვისტოს  დუშეთის  მუნიციპალიტეტის  სოფელ ბისოსთან ახლოსშატილის გზაზე  მომხდარ  ავარიაზე?! გამოძიების მიერ მოხდა თუ არა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის იდენტიფიცირება?! რატომ არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი  ხატია  დევსურაშვილს  და  ლიანა   სიმონიშვილს?! რამდენ ხანში გეგმავს პროკურატურა ოჯახისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას?! დაწყებულია თუ  არა გამოძიება  ტურისტული  კომპანია „თრეველერ ჯი“-ს და მისი ხელმძღვანელის, შალვა ბოლოთაშვილის მიმართ?!

30.11.20. ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ პროკურატურას კითხვებით: რატომ არ აქვთ  დაზარალებულის სტატუსი 2020 წლის 23 აგვისტოს ავარიის დროს  გარდაცვლილ ნიკოლოზ ყაჭიაურის დედას - მზია  ყაჭიაურს; გარდაცვლილ დავით სისაურის შვილს -  თეა გაბელიას;  გარდაცვლილ ქეთევან ზაკალაშვილის შვილს - მარიამ გოგინაშვილს; გარდაცვლილ მარინა გოგრიჭიანის დედას - ნათელა გოგრიჭიანს; გარდაცვლილ ხატია ზაალიშვილის დედას -  მარინე ვარდოშვილს;  გარდაცვლილ არუთინი ალავერდოვის შვილის, -  კოზეტა ალავერდოვას და  ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებულ ხათუნა არღვლიანს. ასევე - კუკური ასლამაზაშვილს;

ადამიანის უფლებათა ცენტრის აქტიურობის შედეგად მცხეთის რაიონულმა პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება და დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო ავარიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და დაზარალებულად ცნო ავარიის შედეგად  გადაჩენილი 3 ადამიანი.

19.02.21. ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ პროკურატურას, ეცნობებინა მიიღო თუ არა ავტომობილის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა.

23.02.21 დააკავეს  და ბრალი წაუყენეს   ტურისტული კომპანია „თრეველერ ჯი“-ს დირექტორს და მიკროავტობუსის მესაკუთრეს. 24 თებერვალს კი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ   მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

10.03.21. ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა მცხეთა-მთიანეთის რაიონულ პროკურატურას  ეცნობებინა, მიმდინარეობდა თუ არა მოკვლევა  მცხეთა-მთიანეთის რაიონულ პროკურატურაში შპს „ლუკას“ მიმართ,   სადაც   ტექნიკური ინსპექტირება გაიარა მიკროავტობუსმა, რითაც 2020 წლის 23 აგვისტოს  შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.

15.04.21. მცხეთის რაიონულ სასამრთლოში  დაიწყო  შატილის ავარიის საქმეზე დაკავებულ ბრალდებულთა წინამოსამზადებელი სხდომა. ბრალდებულები  სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

09.11.21 მცხეთის რაიონულ სასამართლოში განახლდა  2020 წლის 23 აგვისტოს  შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმე, რომელსაც  17 ადამიანის სიცოცხლე ემხვერპლა და  3 ადამიანი მძიმედ დაშავადა. ადამიანის უფლებათა ცენტრი  წარმოადგენს 2020 წლის 23 აგვისტოს  დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბისოსთან ახლოს, შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა  ინტერესს.
 
შატილის ავარიის საქმეზე სასამართლომ ბრალდებულებს განაჩენი 2021 წლის 15 ნოემბერს გამოუტანა.
 
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...