კვლევები

ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა - შერჩევითი სამართალი, 2021

06.12.2021
ფონტის ზომა
თავისუფალი და უსაფრთხო მედიაგარემოს შექმნა წარმოუდგენელია ხელისუფლების მხრიდან კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაუცველად. თავის მხრივ, ამ პრინციპის დაცვა გამორიცხავს მედიასაშუალებების მიმართ შერჩევითი მიდგომით მოქმედებას და კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებებისა თუ ჟურნალისტების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას.
სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ნარჩუნდება პლურალისტური მედიაგარემო, მაგრამ იგი კვლავ მკვეთრად პოლარიზებულია. მედიის პოლარიზაცია ერთმნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციასთან, რომელიც, თავის მხრივ, ტრადიციული ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი გამოწვევაცაა.

განაგრძე კითხვა აქ:  ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა - შერჩევითი სამართალი, 2021
კვლევები