სიახლეები

დღეს ორგანიზაცია  25 წლის გახდა!

10.12.2021
ფონტის ზომა
დღეს, 10 დეკემბერს, მსოფლიო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს! 1948 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო.

ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღეა ადამიანის უფლებათა ცენტრისათვის, დღეს ორგანიზაცია  25 წლის გახდა.

25 წელია, რაც HRC კვალდაკვალ რეაგირებს ქვეყანაში არსებულ მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებზე. ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია, ერთი მხრივ, ახდენს უფლებადარღვევათა დოკუმენტირებას, რაზეც ინფორმაცია თავს იყრის შემაჯამებელ ყოველწლიურ ანგარიშებში, მეორე მხრივ კი, უფასო იურიდიული დახმარების გზით, იცავს კონკრეტულ ადამიანებს, რომელთა უფლებები დაირღვა სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.

ადამიანის უფლებათა ცენტრს აქვს ორი ფილიალი, შიდა ქართლსა (გორი) და კახეთში (გურჯაანი). დეტალური ინფორმაციის ნახვა ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის შესახებ, შესაძლებელია  HRC.GE-ზე.
სიახლეები
Loading...