სიახლეები

შატილის ავარიის საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში იწყება

14.03.2022
ფონტის ზომა
ხვალ თბილისის სააპელაციო სასამართლოში შატილის ავარიის საქმის განხილვა იწყება. ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს მცხეთის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ტურისტული  კომპანია  TREVELER.GE-ს   ხელმძღვანელი, შ.ბ. დამნაშავედ ცნოს მის მიმართ თავდაპირველად წარდგენილ ბრალდებაში.

2020 წლის 23 აგვისტოს,  დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოსთან ახლოს მომხდარი ავარიის შედეგად    17 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 ადამიანი მძიმედ დაშავადა.  ადამიანის უფლებათა ცენტრი  წარმოადგენს  შატილიში მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახების და  და 3 ცოცხლად გადარჩენილი  მოქალაქის ინტერესებს. 

ცენტრის აქტიურობის შედეგად მცხეთის რაიონულმა  პროკურატურამ დაზარალებულად  ცნო  შატილის ავარიის დროს გარდაცვლილილთა ოჯახის წევრები და ავარიის დროს   გადარჩენილი სამი მოქალაქე.  

 2021 წლის  23 თებერვალს, მცხეთის რაიონულმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა და დააკავა ტურისტული კომპანიის დირექტორი და მიკროავტობუსის მძღოლი.  ბრალდებულებს   მცხეთის რაიონულმა სასამართლომ   აღკვეთი ღონისძიების სახით   წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

2021 წლის ივნისის თვეში  მცხეთის რაიონულ სასამართლოში დიწყო შატილის ავარიის საქმეზე დაკავებული ბრალდებულების საქმის  არსებითი განხილვა, რა დროსაც სხდომაზე დაიკითხნენ დაზარალებულის უფლებამონაცვლეები,  გადარჩენილი დაზარალებულები, ექსპერტები   და საქმისათვის მნიშვნელოვანი მომწეები. 

2021 წლის 15 ნოემბერს  მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე რეზო ნადოიმ  შატილის ავარიის საქმეზე  განაჩენი გამოაცხადა.  მიკროავტობუსის მძროლი გ.გ. დამნაშავედ ცნო მისთვის წარდგენილ ბრალდებაში (276-ე მუხლით ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა)  და  7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შ.ბ.-ს კი შეუცვალა  კვალიფიკაცია, 276-ე მუხლი -  2201 მუხლით, რაც გულგრილობას გულისხმობს და  3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი მცხეთის რაიონულმა პორკურატურამ, ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელის მსჯავრდების ნაწილში  თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სააპელაციო საამართლომ ტურისტული კომპანიის დირექტორი დამნაშავედ უნდა ცნოს მის მიმართ თავდაპირველად 276-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები