სიახლეები

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მდგომარეობის შესაბამისი სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს

28.04.2022
ფონტის ზომა
28 აპრ, 2022

ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ მისი სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული, მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევით ქვეყნის ფარგლებს მიღმა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ალტერნატიული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამძიმებული, მას აღენიშნება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რომელიც უკავშირდება ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ანორექსია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

შესაბამისად, პატიმარს დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური მიზანშეწონილების ნებისმიერი მოტივი და შესაბამისმა ინსტიტუციებმა უნდა იხელმძღვანელონ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის სტანდარტით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვითხოვთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაუყოვნებლივ გაეწიოს სამედიცინო მომსახურება, რაც აუცილებელია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული კი, გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებისგან.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  •  ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • სასამართლოს გუშაგი ( Georgian Court Watch)
  •  პრევენცია პროგრესისთვის
  •  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • პარტნიორობა ადამინის ულფებებისთვის (PHR)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  •  წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
  •  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  •  ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  •  ადამინის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • კავშირი საფარი
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • მწვანე ალტერნატივა
სიახლეები
Loading...