სიახლეები

  საპროტესტო აქციების მონიტორინგის შედეგები ადამიანის უფლებათა ცენტრის შემაჯამებელ ანგარიშში

29.06.2022
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა შემაჯამებელი ანგარიში: „საპროტესტო აქციების მონიტორინგი (2022 წლის აპრილი-ივნისი)“. ანგარიშის მიზანია 2022 წლის 1 აპრილიდან - 30 ივნისამდე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას იდენტიფიცირებული პრობლემური ტენდენციების, დარღვევების სამართლებრივი ანალიზი და სამართალადმცავი ორგანოების წარმომადგენელთა ქმედებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება. 

დოკუმენტში განხილულია თბილისსა და რეგიონებში სამოქალაქო მოძრაობების, პოლიტიკური პარტიების და სხვა ჯგუფების, მედიასაშუალებების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული სოციალური, პოლიტიკური შინაარსისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სხვა სახის საპროტესტო აქციების დაკვირვების შედეგები. 

ანგარიშის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელიც მიემართება საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და სამართალდამცავ ორგანოებს.

ანგარიში მომზადდა ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის ფარგლებში - „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი“, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED). 
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით