სიახლეები

სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიში 

30.06.2022
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა შემაჯამებელი ანგარიში: „სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგი (2022 წლის აპრილი-ივნისი)“. ანგარიში ასახავს 2022 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისამდე სავარაუდო პოლიტიკური მოტივით მიმდინარე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებს. 

მონოტირინგის შედეგების თანახმად, კვლავ აქტუალურია სამართლიანი სასამართლოს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სტანდარტების დაცვის კუთხით არსებული პრობლემები. ამასთან, 2021 წლიდან იმატა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულმა სასამართლო პროცესებმა, როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე. 

წინა წლების მსგავსად, 2022 წელსაც, პოლიტიკოსების და აქტივისტების სისხლისსამართლებრივი დევნის დისპროპორცია, მატერიალურ და პროცესუალურ დარღვევებთან ერთად, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ბადებს საფუძვლიან ეჭვებს ანგარიშში ასახულ სისხლის სამართლისა თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური მოტივების შესახებ.

ანგარიშის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელიც მიემართება პროკურატურას, სასამართლო ხელისუფლებას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იუსტიციის სამინისტროს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და დაცვის ადვოკატებს.

ანგარიში მომზადდა ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის ფარგლებში - „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი“, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED). 
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...