მონოტირინგის შედეგების თანახმად, კვლავ აქტუალურია სამართლიანი სასამართლოს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სტანდარტების დაცვის კუთხით არსებული პრობლემები. ამასთან, 2021 წლიდან იმატა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულმა სასამართლო პროცესებმა, როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე.
წინა წლების მსგავსად, 2022 წელსაც, პოლიტიკოსების და აქტივისტების სისხლისსამართლებრივი დევნის დისპროპორცია, მატერიალურ და პროცესუალურ დარღვევებთან ერთად, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ბადებს საფუძვლიან ეჭვებს ანგარიშში ასახულ სისხლის სამართლისა თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური მოტივების შესახებ.
ანგარიშის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელიც მიემართება პროკურატურას, სასამართლო ხელისუფლებას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იუსტიციის სამინისტროს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და დაცვის ადვოკატებს.
ანგარიში მომზადდა ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის ფარგლებში - „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი“, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).