სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრი პარასკეობით 4-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდა

18.07.2022
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 18 ივლისიდან ყოველ  პარასკევს ცენტრის ოფისები 10:00-დან 14:00 საათამდე იმუშავებს. 

ეს გადაწყვეტილება უკავშირდება თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას,  რათა დაძაბული სამუშაო კვირის შემდგომ უზრუნველყოფილი იყოს შესაფერისი დროით დასვენება და ახალი სამუშაო კვირიდან თითოეული თანამშრომლის ჩართულობა სამუშაო პროცესში მეტად პროდუქტიული იყოს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ზრუნავს თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე. ორგანიზაცია მრავალი წელია, შუადღის ერთსაათიან შესვენებას 8-საათიან სამუშაო დროში თვლის.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...