ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებათა იურისტ/ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: არასრული
ადამიანის უფლებათა იურისტ - ანალიტიკოსის საქმიანობის ძირითადი მოვალეობები იქნება:
• ორგანიზაციის მიერ გამოკვეთილი მნიშვნელოვანი უფლებადარღვევის ფაქტების, სისტემური ხარვეზებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება;
• მიმდინარე მოვლენების და კონკრეტული უფლებადარღვევის ფაქტების რეაგირებისა და ადვოკატირების მიზნით განცხადებებისა და მიმართვების მომზადება;
• ორგანიზაციის გუნდთან ერთად საკანონმდებლო ინიციატივების, საკონსტიტუციო სარჩელების მომზადებაში მონაწილეობა და სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით მუშაობა;
• კვლევისა და ადვოკატირების მიზნებისათვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების, სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებისა და რელევანტური კვლევების შესწავლა და ანალიზი;
• ადვოკატირების მიზნით სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
• პროგრამის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა იურისტ- ანალიტიკოსის საქმიანობის სფეროსთან.
მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
• მკვლევარის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
• ინგლისური ენის ფლობა;
• შრომის კარგი დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება: 520 $ ექვივალენტი ლარში (დარიცხული, გადასახადების ჩათვლით)
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
• რეზიუმე (СV);
• სამოტივაციო წერილი
• უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
• ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის პროფესიული უნარ-ჩვევები.
მომზადებული ნაშრომის (ანალიტიკური დოკუმენტი, ანგარიში, სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა) ბმული ან ელექტრონული ვერსია (PDF) და ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrc@hrc.ge გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: ადამიანის უფლებათა იურისტი-ანალიტიკოსი.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 28 ივლისი.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით მეორე ეტაპის გასავლელად.