განცხადებები

ვაკანსია: ადამიანის უფლებათა იურისტი-ანალიტიკოსი

20.07.2022
ფონტის ზომა
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებათა იურისტ/ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: არასრული 

ადამიანის უფლებათა იურისტ - ანალიტიკოსის საქმიანობის ძირითადი მოვალეობები იქნება:
•   ორგანიზაციის მიერ გამოკვეთილი მნიშვნელოვანი უფლებადარღვევის ფაქტების, სისტემური ხარვეზებისა და  არსებული მდგომარეობის შესახებ ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება; 
• მიმდინარე მოვლენების და კონკრეტული უფლებადარღვევის ფაქტების რეაგირებისა და ადვოკატირების მიზნით განცხადებებისა და მიმართვების მომზადება; 
•    ორგანიზაციის გუნდთან ერთად საკანონმდებლო ინიციატივების, საკონსტიტუციო სარჩელების მომზადებაში მონაწილეობა და სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით მუშაობა; 
•    კვლევისა და ადვოკატირების მიზნებისათვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების, სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებისა და რელევანტური კვლევების შესწავლა და ანალიზი; 
•    ადვოკატირების მიზნით სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა; 
•  პროგრამის  ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა იურისტ- ანალიტიკოსის საქმიანობის სფეროსთან.
მოთხოვნები:
•   უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
•    მკვლევარის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
•    ინგლისური ენის ფლობა;
•    შრომის კარგი დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება:   520 $ ექვივალენტი     ლარში (დარიცხული, გადასახადების ჩათვლით)

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
•    რეზიუმე (СV);
•    სამოტივაციო წერილი 
•    უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
•  ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის პროფესიული უნარ-ჩვევები.

მომზადებული ნაშრომის (ანალიტიკური დოკუმენტი, ანგარიში, სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა) ბმული ან ელექტრონული ვერსია (PDF) და ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrc@hrc.ge  გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: ადამიანის უფლებათა იურისტი-ანალიტიკოსი.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 28 ივლისი.

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით მეორე ეტაპის გასავლელად. 
განცხადებები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით