ევროკომისიის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. მათგან ერთ-ერთი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს ეხება. კერძოდ, ევროკომისიის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და დაცული იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად სამოქალაქო სექტორი იწყებს ომბუდსმენის კანდიდატების შერჩევის ინკლუზიურ და გამჭვირვალე პროცესს.
ქვემორე ხელისმომწერმა ორგანიზაციებმა ფართო კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ ერთობლივად შევიმუშაოთ ომბუდსმენის კანდიდატობის ნომინირების წესი და ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ომბუდსმენის კანდიდატი; საერთაშორისო სტანდარტების, კერძოდ, პარიზის პრინციპების, ვენეციის პრინციპებისა და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (CM/Rec(2021)1) მოთხოვნების შესაბამისად მნიშვნელოვანია ომბუდსმენის კანდიდატის შერჩევის ინკლუზიური პროცესი. ასევე, საჭიროა შესაფერისი კანდიდატების ფართო სპექტრის წახალისება, რომელთაც აქვთ მაღალი მორალური თვისებები, შეუვალობა და შესაბამისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, მათ შორის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში. ამასთან, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სახალხო დამცველის არჩევის პროცესში, აუცილებელია სოციალური ძალების (სამოქალაქო საზოგადოების) პლურალისტური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში. საჭიროა, ფართო კონსულტაციებისს, განხილვების, შერჩევისა და დანიშვნის პროცესის ხელშეწყობა და ომბუდსმენობის აპლიკანტების შეფასება წინასწარ განსაზღვრული, ობიექტური და საჯაროდ ხელმისაწვდომი, პროფესიონალურ თვისებებსა და დამსახურებებზე დაფუძნებული კრიტერიუმების საფუძველზე.
სწორედ აღნიშნული სტანდარტების უზრუნველსაყოფად ჩვენ ვიწყებთ დაინტერესებული ორგანიზაციების მოწვევას, რომლებსაც აქვთ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოცდილება და რომლებსაც ქვემორე ხელმომწერებიდან 3 ორგანიზაცია გაუწევს რეკომენდაციას. Პროცესის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად 30 აგვისტომდე უფლებადამცველებს, უფლებადამცველ ჯგუფებს და უფლებადაცვით ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ შემოგვიერთდნენ. წინადადებებით გთხოვთ, მოგვამაaრთოთ ელექტრონული ფოსტით:
publicdefenderofgeorgia@gmail.com. ორგანიზაციების მიერ ომბუდსმენის კანდიდატების დასახელების წესი დეტალურად გაიწერება მას შემდეგ, რაც გაფართოებული შემადგენლობის ფორმირება დასრულდება.
სამოქალაქო სექტორის აღნიშნული გაფართოებული შემადგენლობიდან 10 სუბიექტი შეძლებს ომბუდსმენის თითო კანდიდატის დასახელებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. დასახელებული კანდიდატების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით ჩვენ ვუზრუნველყოფთ საჯარო შეხვედრებს, განხილვებსა და დისკუსიებს, რათა ფართო საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება გაიცნოს სახალხო დამცველის კანდიდატები და მათი ხედვები. აღნიშნულ კანდიდატებს ჩვენ ასევე წარვუდგენთ პოლიტიკურ პარტიებს, რათა მათ მოახდინონ აღნიშნული კანდიდატების ნომინირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ უფლებადამცველს, სამოქალაქო მოძრაობასა თუ ორგანიზაციას ჩაერთონ ამ კრიტიკული მნიშვნელობის პროცესში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ომბუდსმენის კანდიდატების ნომინირების პროცესის ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა. Საქართველოს ტრადიციულად ჰყავს დამოუკიდებელი, მაღალკვალიფიცური და პარტიებთან არააფილირებული სახალხო დამცველები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს სახალხო დამცველის დამოუკიდებლობა მომავალშიც, წინამდებარე ინიციატივაც სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება.
Ხელმომწერი ორგანიზაციები (განახლებადი სია):
- საფარი;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- მედიის განვითარების ფონდი;
- დემოკრატიის მცველები;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრი;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
- თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT);
- დემოკრატიის მცველები;
- ქალთა მოძრაობა;
- Სოლიდარობის მუზეუმი;
- გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია “ეკო”;
- დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი ;
- Კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (CIL);
- Საქართველოს ღია საზოგადოება ფონდი (OSGF);
- სოლიდარობის თემი;
- ასოციაცია “ანიკა”;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
- ლიბერალური აკადემია;
- ტოლერანტი – სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია;
- ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო;
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
- უფლებები საქართველო;
- დემოკტრატიის კვლევის ინსტიტუტი;
- თანასწორობის მოძრაობა;
- Მწვანე ალტერნატივა ;
- მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი;
- ფონდი აურეს;
- Მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება;
- თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი;
- მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD);
- დემოკრატიის ინდექსი საქართველო;
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი;
- Girlz wave;
- თბილისი პრაიდი;
- Პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის;
- Youthidentoba;
- Მოძრაობა სირცხვილია;
- Სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
- მედიის ინსტიტუტი;
- პლატფორმა სალამი;
- ქალთა საინფორმაციო ცენტრი;
- თანასწორობის მოძრაობა.