სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის ტრენინგი საარჩევნო საკითხებზე

09.09.2022
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწვევს საარჩევნო საკითხებით დაინტერესებულ 18-დან 28 წლამდე ასაკის დევნილ ახალგაზრდებს ერთდღიან ტრენინგზე.

ტრენინგის მიზანია დევნილი ახალგაზრდების ინფორმირება საარჩევნო პროცედურებზე, ცნობიერების ამაღლება და მომზადება საარჩევნო მონიტორინგისთვის. 

ტრენინგი შეეხება საარჩევნო პროცესის ძირითად პრინციპებს, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით. ასევე - არჩევნების დღის დაკვირვებისათვის საჭირო ძირითად საკითხებს, მათ შორის, იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რასაც სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები აწყდებიან არჩევნებზე დაკვირვებისას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი ტრენინგის მონაწილეებისთვის გასცემს შესაბამის სერტიფიკატებს. ამავე დროს, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ ადამიანის უფლებათა ცენტრის სამომავლო სადამკვირვებლო საქმიანობაში, საპარლამენტო და ადგილობრივი ორგანოების არჩევნების დღეს დამკვირვებლის ანაზღაურებად სამუშაოზე.

ტრენინგი ჩატარდება თბილისში.
განაცხადები მიიღება 16 სექტემბრამდე. 

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა CV უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: hrc@hrc.ge 
 
გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: ტრენინგი საარჩევნო საკითხებზე.
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით