სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის ტრენინგი: 'უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოება''

04.10.2022
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს, ტრენინგის -„უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოება“ მონაწილეთა შესარჩევად. 

სამდღიანი ტრენინგი გაიმართება 2022 წლის 2-6 ნოემბერს საქართველოს ფარგლებს გარეთ.  მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 20-30 წლის ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებს და უფლებადამცველებს,  მათ შორის -კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ პირებს. ტრენინგს გაუძღვებიან საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ტრენინგის სამუშაო ენაა ინგლისური და რუსული. უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი. 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV და სამოტივაციო წერილი გამოგზავნეთ ინგლისურ ან რუსულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: ninotlashadze@gmail.com 2022 წლის 15 ოქტომბრის 18 საათამდე. 

ტრენინგი გაიმართება  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდის ifa (Institut für Auslandsbeziehungen), Funding programme zivik მხარდაჭერით .
  
სიახლეები
Loading...