პრეს-რელიზი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება - გამოწვევები ეროვნულ დონეზე

01.11.2022
ფონტის ზომა
ანალიტიკური დოკუმენტი მიზნად ისახავს, მიმოიხილოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი და გავლენა საქართველოზე. ასევე, კვლევა წარმოაჩენს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულება არა მხოლოდ კონკრეტული ინდივიდისთვის, არამედ საზოგადოებისთვის. თემის აქტუალობა გამოწვეულია ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ზოგადად ევროსასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების სულისკვეთებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, ევროკომისიის რეკომენდაციებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ქართულ დღის წესრიგში გადმოტანა უბრალოდ ვალდებულების შესრულებას არ უნდა ნიშნავდეს. აღნიშნული ორგანიზაციების თითოეული დოკუმენტი ორიენტირებულია საქართველოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის განვითარებისკენ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებებს შეუძლია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს არა მხოლოდ კონკრეტული დაზარალებულის უფლებრივი მდგომარეობა, არამედ დადებითად შეცვალოს ზოგადი გარემო.

პრეს-რელიზი