სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის კონფერენცია - მშვიდობის მშენებლობის ახალი პერსპექტივები და სტრატეგია

19.11.2022
ფონტის ზომა
18 ნოემბერს შერატონ გრანდ მეტეხი პალასში, ადამიანის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით,  გაიმართება კონფერენცია - რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, მშვიდობის მშენებლობის ახალი პერსპექტივები და სტრატეგია.

კონფერენციას მოდერაციას გაუწევს რუმინეთის მშვიდობის ინსტიტუტის - PATRIR-ის პრეზიდენტი და სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი (DPO); მედიაციის, მშვიდობის მშენებლობისა და სამშვიდობო პროცესების საერთაშორისო ექსპერტი კაი ბრანდ-ჯაკობსენი. 

კონფლიქტების მოგვარების, შერიგების, მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით ჩვენმა მრავალწლიანმა მუშაობამ აშკარად დაგვანახა, რომ წარსულში დაშვებული შეცდომების თუ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების გააზრების გარეშე, შეუძლებელია კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და ნორმალიზაციაზე ორიენტირებული სამომავლო ქმედებების დასახვა და სიტუაციის მკვდარი წერტილიდან დაძვრა. 

სამწუხაროდ, დრო საქართველოს სასარგებლოდ არ მუშაობს. 

დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობების ფანჯარა და დაგეგმოს კონფლიქტების გადაჭრის მშვიდობიანი პროცესი, რაც ხელისუფლებისა და ამ პროცესით დაინტერესებული სხვა აქტორების მრავალმხრივი თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

კონფერენცია იმართება პროექტის - „თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ნდობის აღდგენისა და ქართულ საზოგადოებაში წარსულის გადაფასების შესახებ დიალოგის ხელშეწყობა“  ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდის ifa (Institut für Auslandsbeziehungen), Funding programme zivik მხარდაჭერით ახორციელებს.
  
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით