“ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)” აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებათა იურისტის/ანალიტიკოსის პოზიციაზე.
კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია სასამართლო მონიტორინგი.
სამუშაო განაკვეთი: არასრული (ნახევარი)
ძირითადი მოვალეობების აღწერა:
• სასამართლო პროცესებისა მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;
• მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზი, ანალიტიკური დოკუმენტებისა და სასწრაფო განცხადებების/მიმართვების მომზადება;
• კვლევისა და ადვოკატირების მიზნებისათვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების, სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებისა და რელევანტური კვლევების შესწავლა და ანალიზი;
• ადვოკატირების მიზნით სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
• პროგრამის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა იურისტის/ანალიტიკოსის საქმიანობის სფეროსთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
• პროფესიით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია მკვლევარის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
• ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
• ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
• შრომის კარგი დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება: ანაზღაურება 1250 ლარი (დარიცხული)
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
• რეზიუმე (СV);
• სამოტივაციო წერილი
• უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
• არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია მომზადებული ნაშრომის (სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა) შესახებ და ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hrc@hrc.ge გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: ადამიანის უფლებათა იურისტი-ანალიტიკოსი.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 22 დეკემბერი, 18 :00 საათი.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.