სიახლეები

ვაკანსია: ადამიანის უფლებათა იურისტი-ანალიტიკოსი

14.12.2022
ფონტის ზომა
“ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)” აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებათა იურისტის/ანალიტიკოსის პოზიციაზე.

კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია სასამართლო მონიტორინგი.

სამუშაო განაკვეთი:  არასრული (ნახევარი)

ძირითადი მოვალეობების აღწერა:

•    სასამართლო პროცესებისა მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;
•  მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზი, ანალიტიკური დოკუმენტებისა და სასწრაფო განცხადებების/მიმართვების მომზადება; 
•    კვლევისა და ადვოკატირების მიზნებისათვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების, სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებისა და რელევანტური კვლევების შესწავლა და ანალიზი;
•    ადვოკატირების მიზნით სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
•   პროგრამის  ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა იურისტის/ანალიტიკოსის საქმიანობის სფეროსთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•  უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
•    პროფესიით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია მკვლევარის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
•    ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
•    ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
•    შრომის კარგი დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება:   ანაზღაურება  1250 ლარი (დარიცხული)
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
•    რეზიუმე (СV);
•    სამოტივაციო წერილი 
•    უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
•    არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია მომზადებული ნაშრომის (სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა) შესახებ და ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrc@hrc.ge  გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: ადამიანის უფლებათა იურისტი-ანალიტიკოსი.

 საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 22  დეკემბერი, 18 :00  საათი.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები  არ მიიღება.
სიახლეები