სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის პრეზენტაცია

31.01.2023
ფონტის ზომა
ანგარიშში -  ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში, 2022,   მიმოხილულია ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში 2022 წელს. ის მოიცავს საკვანძო მიმართულებებს ადამიანის უფლებათა ისეთ სფეროებში, როგორიც არის: კანონის წინაშე თანასწორობა, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებებები პენიტენციურ დაწესებულებებში, ოკუპაცია და მისი შედეგები ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე, მედიის თავისუფლების საკითხები, შშმ პირთა მდგომარეობა, LGBTQI+ პირთა უფლებები, ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის - ოჯახში ძალადობის ფაქტები, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და ა.შ.

ანგარიშის მიზანია, შეაფასოს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების ქმედება ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში, როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური ვალდებებულებების ნაწილში, მათ შორის - მათი რეაგირების ხარისხი უფლებების დარღვევებზე, მართლმსაჯულების ეფექტიანობა და საკანონმდებლო თუ სისტემური ცვლილებები, რაც მიმართული უნდა იყოს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებისკენ.

ანგარიშის ლინკი:
სიახლეები