პოზიციის დასახელება - პროექტის ასისტენტი
სამუშაო განაკვეთი - არასრული
სამუშაო ადგილი - თბილისი.
გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.
ანაზღაურება - 550 ევრო (დარიცხული, გადასახადების ჩათვლით)
ორგანიზაციული ბენეფიტები
• 4-საათიანი სამუშაო დღე პარასკევობით (ორგანიზაცია პარასკევს მუშაობს დისტანციურად
ძირითადი ფუნქციები:
• პროექტის კოორდინატორთან, კომუნიკაციების მენეჯერთან და ფინანსურ მენეჯერთან მჭიდრო კოორდინაციით პროექტის გარგლებში დაგეგმილი კონფერენციების, მრგვალი მაგიდების, სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების დაგეგმვა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
• პროექტული ანგარიშების მომზადებაში აქტიური ჩართულობა;
• პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების და სხვა დოკუმენტების მომზადება;
• პროექტის ფარგლებში ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება;
• პროექტით გათვალისწინებულ სხვა აქტივობების დაგეგმვაში ჩართულობა
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის არანაკლებ 3 - წლიანი გამოცდილება;
• ასისტენტის, ლოჯისტიკის მენეჯერის ან სხვა შესაბამის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
• გამართული წერა და მეტყველება ქართულ ენაზე;
• ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა - წერილობით და ზეპირად;
• რუსული ენის ცოდნა, სულ მცირე სასაუბრო დონეზე
• Microsoft Office პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
· ლოჯისტიკური დაგეგმარების უნარი;
· კრიტიკული აზროვნების უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
· სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
· შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
· რეზიუმე (CV); (ინგლისურ ენაზე)
· სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე შესრულებული, მაქსიმუმ 1 გვერდი);
· 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია
მოთხოვნილი დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hrc@hrc.ge. გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: პროექტის ასისტენტი
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 10 თებერვალი, 18 :00 საათი.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!