სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს პროექტის ასისტენტის პოზიციაზე. 

02.02.2023
ფონტის ზომა
პოზიციის დასახელება - პროექტის ასისტენტი
სამუშაო განაკვეთი - არასრული 
სამუშაო ადგილი - თბილისი.
გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.
ანაზღაურება - 550 ევრო (დარიცხული, გადასახადების ჩათვლით)

ორგანიზაციული ბენეფიტები
• 4-საათიანი სამუშაო დღე პარასკევობით (ორგანიზაცია პარასკევს მუშაობს დისტანციურად
ძირითადი ფუნქციები:
• პროექტის კოორდინატორთან, კომუნიკაციების მენეჯერთან და ფინანსურ მენეჯერთან მჭიდრო კოორდინაციით პროექტის გარგლებში დაგეგმილი კონფერენციების, მრგვალი მაგიდების, სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების დაგეგმვა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. 
•    პროექტული ანგარიშების მომზადებაში აქტიური ჩართულობა; 
•    პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების და სხვა დოკუმენტების მომზადება; 
•    პროექტის ფარგლებში ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება;
•    პროექტით გათვალისწინებულ სხვა აქტივობების დაგეგმვაში ჩართულობა

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება; 
•    არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის არანაკლებ 3 - წლიანი გამოცდილება; 
•    ასისტენტის, ლოჯისტიკის მენეჯერის ან სხვა შესაბამის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
•    გამართული წერა და მეტყველება ქართულ ენაზე;
•    ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა - წერილობით და ზეპირად;
•    რუსული ენის ცოდნა, სულ მცირე სასაუბრო დონეზე
•    Microsoft Office პროგრამების ცოდნა. 

უნარ-ჩვევები:
·      ლოჯისტიკური დაგეგმარების უნარი;
·      კრიტიკული აზროვნების უნარი;
·      პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
·      სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
·      შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.
 
წარმოსადგენი დოკუმენტები:
· რეზიუმე (CV); (ინგლისურ ენაზე)
·  სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე შესრულებული, მაქსიმუმ 1 გვერდი);
· 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია  

მოთხოვნილი დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrc@hrc.ge.  გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: პროექტის ასისტენტი

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 10 თებერვალი, 18 :00  საათი.

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები  არ მიიღება.
 
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
 
სიახლეები
12.06.2025

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლების მასობრივ შეზღუდვასთან  დაკავშირებით