უფასო იურიდიული დახმარება, ადამიანის უფლებების და საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგი საქართველოში
22.10.2020
დონორი: ეროვნული წვლილი დემოკრატიაში (NED)
პროექტის განხორციელების ვადები: 01/07/2020 – 30/06/2022
ბიუჯეტი: 169 980 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: საქართველოში ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვაზე ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ხელმისაწვდომობას; აამაღლოს საზოგადოებრივი ცნობიერება ადამიანის უფლებებზე ქვეყნის რეგიონებში; ხელი შეუწყოს სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, გამჭვირვალე სამართლებრივი პროცესს და მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვას ქვეყანაში.