სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის პრესკონფერენცია - სამედიცინო მომსახურებისას დაზარალებული მოქალაქეების სამართლებრივი პრობლემები

28.02.2023
ფონტის ზომა
1 მარტს, 11:30 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციაზე წარმოადგენს ანალიტიკურ დოკუმენტს: „სამედიცინო მომსახურებისას დაზარალებული მოქალაქეების სამართლებრივი პრობლემების ანალიზი“. პრესკონფერენციას დაზარალებული პაციენტების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ადამიანის უფლებათა ცენტრი წლების განმავლობაში უწევს უფასო იურიდიულ დახმარებას სამედიცინო კლინიკებში მკურნალობისას დაზარალებულ მოქალაქეებს. ანალიტიკური დოკუმენტი ეხება სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებული იურიდიული დახმარების პროცესში გამოკვეთილ მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემებს.

ადამიანის ულებათა ცენტრის მიერ წარმოებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე, იკვეთება, რომ ხშირია პაციენტების გარდაცვალების შემთხვევები ისეთი ელემენტარული ოპერაციების ჩატარების შედეგად, როგორიც არის ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა ან გლანდების ოპერაცია. მეტიც, ამ საქმეებში გამოვლენილი მედპერსონალის შეცდომები არ არის პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ პროპორციულად სანქცირებული. ასეთ შემთხვევებში, ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობა, როგორც წესი, მხოლოდ წერილობითი გაფრხილება ან 3 თვემდე ვადით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებაა. ეს ყოველივე, ერთი მხრივ, ხელს უწყობს სამედიცინო პერსონალის საქმისადმი არაკომპეტენტური  დამოკიდებულების წახალისებას, ხოლო, მეორე მხრივ, რისკის შემცველია ყველა პოტენციური პაციენტის სიცოცხლისათვის.

სამედიცინო მომსახურებით გამოწვეული პაციენტის უფლებების დარღვევის შემთხვევებში, ჭიანურდება გამოძიების ეტაპი და წლების განმავლობაში იწელება შესაბამისი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მომზადების პროცესი, ირღვევა კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული მართლმსაჯულების განხორციელების გონივრული ვადები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით, საჭიროდ მიიჩნევს მთელი რიგი სისტემური რეფორმების გატარებას.    

ანალიტიკური დოკუმენტი მომზადდა აშშ-ის ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით.

პრესკონფერენცია გაიმართება მისამართზე: აკაკი გახოკიძის 11 ა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით