სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს პროექტების მენეჯერის პოზიციაზე 

09.03.2023
ფონტის ზომა
კონკურსი ცხადდება პროექტების ფარგლებში, რომელთა მიზანია სასამართლო და საპროტესტო აქციების მონიტორინგი.

პოზიციის დასახელება - პროექტის მენეჯერი
სამუშაო განაკვეთი - სრული 
სამუშაო ადგილი - თბილისი.
გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.
ანაზღაურება:  2950 ლარი (დარიცხული, გადასახადების ჩათვლით)

ორგანიზაციული ბენეფიტები

4-საათიანი სამუშაო დღე პარასკეობით (ორგანიზაცია პარასკევს მუშაობს დისტანციურად).

ძირითადი ფუნქციები:

•    პროექტის გუნდთან  მჭიდრო კოორდინაციით პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელება.
•    პროექტული ანგარიშების მომზადებაში აქტიური ჩართულობა; 
•    პერიოდული ანგარიშების მომზადება დონორთან (ინგლისურ ენაზე)
•    პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების და სხვა დოკუმენტების მომზადება; 
•    პროექტის ფარგლებში ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება;
•    პროექტით გათვალისწინებულ სხვა აქტივობების დაგეგმვაში ჩართულობა.
•    ორგანიზაციის განვითარების მიზნით პროექტების დაწერა და დონორებთან კომუნიკაცია ჩაითვლება უპირატესობად.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•    უმაღლესი  იურიდიული  განათლება; 
•    არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის არანაკლებ 3 - წლიანი გამოცდილება; 
•    მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება;
•    გამართული წერა და მეტყველება ქართულენაზე;
•    ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა - წერილობით და ზეპირად;
•    Microsoft Office პროგრამების ცოდნა. 
 
წარმოსადგენი დოკუმენტები:

·      რეზიუმე (CV);
·      სამოტივაციო წერილი მაქსიმუმ 1 გვერდი;

· 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია  

მოთხოვნილი დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hrc@hrc.ge   გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ:  პროექტების მენეჯერი

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 17  მარტი 18 :00  საათი.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები  არ მიიღება.
 
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით