სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს პროექტის მენეჯერი/ფონდების მომძიებელის პოზიციაზე.  

20.03.2023
ფონტის ზომა
კონკურსი ცხადდება პროექტების ფარგლებში, რომელთა მიზანია სასამართლო და საპროტესტო აქციების მონიტორინგი.

პოზიციის დასახელება - პროექტის მენეჯერი/ფონდების მომძიებელი
სამუშაო განაკვეთი - სრული 
სამუშაო ადგილი - თბილისი.
გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.
ანაზღაურება:  2920 ლარი (დარიცხული, გადასახადების ჩათვლით)

ორგანიზაციული ბენეფიტები
·   4-საათიანი სამუშაო დღე პარასკეობით (ორგანიზაცია პარასკევს მუშაობს დისტანციურად).

ძირითადი ფუნქციები:
            
•    სასამართლო და საპროტესტო  აქციების მონიტორინგის გამოცდილება,
•    პროექტის გუნდთან  მჭიდრო კოორდინაციით პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელება.
•    პროექტული ანგარიშების მომზადებაში აქტიური ჩართულობა; 
•    პერიოდული ანგარიშების მომზადება დონორთან (ინგლისურ ენაზე)
•    პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების და სხვა დოკუმენტების მომზადება; 
•    პროექტის ფარგლებში ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება;
•    პროექტით გათვალისწინებულ სხვა აქტივობების დაგეგმვაში ჩართულობა.
•    ორგანიზაციის განვითარების მიზნით პროექტების დაწერა და დონორებთან კომუნიკაცია ჩაითვლება უპირატესობად.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი  იურიდიული  განათლება; 
•    არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის არანაკლებ 3 - წლიანი გამოცდილება; 
•    მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება;
•    გამართული წერა და მეტყველება ქართულენაზე;
•    ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა - წერილობით და ზეპირად;
•    Microsoft Office პროგრამების ცოდნა. 
 
წარმოსადგენი დოკუმენტები:
·      რეზიუმე (CV);
·      სამოტივაციო წერილი მაქსიმუმ 1 გვერდი;
·     2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია  

მოთხოვნილი დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hrc@hrc.ge   გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ:  პროექტის მენეჯერი/ფონდების მომძიებელი

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 26   მარტი 18 :00  საათი.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები  არ მიიღება.
 
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
 
სიახლეები
Loading...