კონკურსი ცხადდება პროექტების ფარგლებში, რომელთა მიზანია სასამართლო და საპროტესტო აქციების მონიტორინგი.
პოზიციის დასახელება - პროექტის მენეჯერი/ფონდების მომძიებელი
სამუშაო განაკვეთი - სრული
სამუშაო ადგილი - თბილისი.
გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.
ანაზღაურება: 2920 ლარი (დარიცხული, გადასახადების ჩათვლით)
ორგანიზაციული ბენეფიტები
· 4-საათიანი სამუშაო დღე პარასკეობით (ორგანიზაცია პარასკევს მუშაობს დისტანციურად).
ძირითადი ფუნქციები:
• სასამართლო და საპროტესტო აქციების მონიტორინგის გამოცდილება,
• პროექტის გუნდთან მჭიდრო კოორდინაციით პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელება.
• პროექტული ანგარიშების მომზადებაში აქტიური ჩართულობა;
• პერიოდული ანგარიშების მომზადება დონორთან (ინგლისურ ენაზე)
• პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების და სხვა დოკუმენტების მომზადება;
• პროექტის ფარგლებში ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება;
• პროექტით გათვალისწინებულ სხვა აქტივობების დაგეგმვაში ჩართულობა.
• ორგანიზაციის განვითარების მიზნით პროექტების დაწერა და დონორებთან კომუნიკაცია ჩაითვლება უპირატესობად.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება;
• არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის არანაკლებ 3 - წლიანი გამოცდილება;
• მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება;
• გამართული წერა და მეტყველება ქართულენაზე;
• ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა - წერილობით და ზეპირად;
• Microsoft Office პროგრამების ცოდნა.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
· რეზიუმე (CV);
· სამოტივაციო წერილი მაქსიმუმ 1 გვერდი;
· 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია
მოთხოვნილი დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hrc@hrc.ge გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: პროექტის მენეჯერი/ფონდების მომძიებელი
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 26 მარტი 18 :00 საათი.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!