სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის სემინარი

12.04.2023
ფონტის ზომა
16-17 მაისს თბილისში ადამიანის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით  გაიმართება სემინარი - „ნდობის აღდგენის შესაძლებლობების შეფასება წარსულის გააზრების საფუძველზე“, რომელსაც მოდერაციას გაუწევს რუმინეთის მშვიდობის ინსტიტუტის - PATRIR-ის პრეზიდენტი და სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი (DPO), მედიაციის, მშვიდობის მშენებლობისა და სამშვიდობო პროცესების საერთაშორისო ექსპერტი კაი ბრანდ-ჯაკობსენი.

შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ცხადყოფს მშვიდობის მშენებლობის პროცესში წარსულში დაშვებული შეცდომების გააზრებისა და სამომავლო დაახლოების სტრატეგიების საჭიროებას და ამ პროცესში ახალგაზრდა თაობის დაინტერესების, ჩართულობის აუცილებლობას.  

სემინარის სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური. მასში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს, ვინც დაინტერესებულია სამშვიდობო დიალოგებსა და აფხაზ და ოს ახალგაზრდებთან ერთად ერთობლივ პროექტებში მონაწილეობით. მონაწილეები შეირჩევიან გამოცდილების და მოტივაციის მიხედვით. 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV და სამოტივაციო წერილი გამოგზავნოთ ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: ninotlashadze@gmail.com 30 აპრილის 18 საათამდე. 

სემინარი გაიმართება პროექტის - „თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ნდობის აღდგენისა და ქართულ საზოგადოებაში წარსულის გადაფასების შესახებ დიალოგის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში“, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდის ifa (Institut für Auslandsbeziehungen), Funding programme zivik-ის ფინანსური მხარდაჭერით.
სიახლეები
Loading...