დღეს ყვარელში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 10-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი დააკავა.
Ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ ღირსების შემლახავიმოპყრობის ფაქტები. დაკავებულები გადაყვანილნი არიან თელავის პოლიციის შენობასთან.
არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები დაკავებული პირების უფლებების დასაცავად პოლიციის შენობასთან იმყოფებიან, თუმცა, მათ უკანონოდ ეშლებათ ხელი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დაცვაში. Პოლიცია ადვოკატებს არ აძლევს შესაძლებლობას, მოინახულონ დაკავებულები. Ასევე, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი ორი საათის განმავლობაში ელოდებოდა დაკავებულთან შეხვედრას, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი კლიმიაშვილმა მას იძულებით დაატოვებინა პოლიციის შენობა.
ამ დროისათვის ადვოკატებისათვის უცნობია, რა მდგომარეობაში იმყოფებიან დაკავებული აქტივისტები. Დაკავებულების უფლებები განგრძობითად ირღვევა.
მივმართავთ:
- Საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს - დაუყოვნებლივ მისცენ ადვოკატებს დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქმედება აღქმული იქნება დაკავებულების დაცვის უფლების შეზღუდვად;
- Საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას - გამოეხმაუროს ადვოკატების საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს.
Ხელმომწერი ორგანიზაციები:
- Საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- უფლებები საქართველო
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- Პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- Საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TIG)
- ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
- Სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- Სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)