ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2023 წლის 1 ივლისიდან თანამშრომლებისთვის შრომითი პოლიტიკა განააახლა.
ქალ თანამშრომლებს უფლება აქვთ, მენსტრუაციული ციკლის პერიოდში ყოველთვე ისარგებლონ დამატებითი 2-დღიანი დასვენებით.
ცენტრის ყველა თანამშრომელი უკვე სარგებლობს ე.წ. დეი ოფით წელიწადში 6 დღით.
ორგანიზაციამ რამდენიმე თვის წინ ასევე დანერგა კვირაში ოთხნახევარი სამუშაო დღის პრაქტიკა - პარასკევ დღეს ორგანიზაცია 14:00 საათამდე მუშაობს.
ცენტრი თავის თანამშრომლებს ყოველდღიური შესვენების 1 საათს სამუშაო საათში უთვლის.