სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს ვაკანსიას მკვლევარის/ექსპერტის პოზიციაზე

05.07.2023
ფონტის ზომა
პროექტი, ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის (ConMeCo), ხორციელდება დოიჩე ველე აკადემიის მიერ მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებათა ცენტრთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და  გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით.   

მკვლევარის/ექსპერტის  მიერ შესაფასებელი საკითხები:  

•    მკვლევარმა უნდა იკვლიოს და გაანალიზოს საქართველოში არსებული მედია გარემო;
•    კვლევის ფარგლებში შეისწავლოს მედიის მარეგულირებელი მექანიზმები;
•    მედიის მიმართულებით შეაფასოს  ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა; 
•    მედია სფეროში ხარვეზების იდენტიფიცირება კანონმდებლობის გამოყენების პროცესში; 
•    შეაფასოს ჟურნალისტების უფლებების დაცვის  მექანიზმები, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე; 
•    კვლევის ფარგლებში უნდა შეფასდეს  ჟურნალისტების უფლებების დარღვევის საფრთხეები (მათ შორის კიბერ შევიწროების მიმართულებით) ;
•    კვლევის ფარგლებში უნდა შეფასდეს მედიის თვითრეგულირების საკითხი; 
•    გაანალიზდეს  ჟურნალისტების უფლებების დარღვევის ფაქტები
•  კვლევის ფარგლებში უნდა დამუშავდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა ჟურნალისტების უფლებების დაცვის მიმართულებით;
•    სამიზნე ჯგუფებისთვის შემუშავდეს  შესაბამისი რეკომენდაციები; 
•    კვლევის დასასრულს მოამზადოს შესაბამისი პრეზენტაცია. 

    დოკუმენტი უნდა იყოს არაუმეტეს 30 გვერდი და მომზადდეს ქართულ ენაზე.
    კვლევაზე მუშაობა არ მოითხოვს საოფისე საქმიანობას, შესაძლებელია დისტანიცურად მუშაობა. 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება: 
    უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ხარისხის; 
    აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების უნარი;
    მედია მიმართულებით იცნობდეს შესაბამის ადგილობრივ ნორმატიულ ბაზას; 
 კანდიდატს უნდა  ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება (აკადემიური საქმიანობის გამოცდილება)  ადამიანის უფლებების მიმართულებით;   
    კანდიდატს მოეთხოვება წარმოადგინოს კვლევა/სტატია საკუთარი ავტორობით/თანავტორობით. 
 მკვლევარის/ექსპერტის მიერ კვლევა უნდა მომზადდეს არაუგვიანეს  5 თვის განმავლობაში. კვლევაზე მუშაობა დაიწყება 2023 წლის 20 ივლისიდან. 
 
ანაზღაურება: 

ექსპერტის/მკვლევარის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურება შეადგენს 3 000 ევროს ექვივალენტს ლარში (საქართველოს კანონდმებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით). 
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი  დოკუმენტები: რეზიუმე, სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვისა), გამოქვეყნებული სტატიები/სამეცნიერო ნაშრომები.  
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrc@hrc.ge არაუგვიანეს 2023 წლის 17 ივლისის 23:00 საათისა, ხოლო წერილის სათაურის ველში მიუთითოთ:   მკვლევარი/ექსპერტი 

იხილეთ PDF აქ
სიახლეები