სიახლეები

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

12.07.2023
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერის პოზიციაზე:

მოვალეობები:

•    პროექტების ფარგლებში კომუნიკაციის სტრატეგიის და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
•    დაგეგმილი საქმიანობების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მესიჯების (ე. წ. ქარდების) შემუშავება, საუკეთესო საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მათი მიწოდების უზრუნველყოფა;
•   ორგანიზაციის ვებგვერდის და სოციალური ქსელების (Twitter, Facebook, Instagram, YouTube,) მართვა, პოპულარიზაცია და განვითარება;
•    პროექტის გუნდთან ერთად სასამართლო პროცესების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება; 
•  სხვადასხვა ადგილიდან ორგანიზაციის სოციალური ქსელების ვებგვერდებიდან პირდაპირი ჩართვების (live streaming) განხორციელება; 
•    პროექტების ფარგლებში, სპეციალური ღონისძიებების/ივენთების ორგანიზება და მართვა;
•  საქართველოში მოქმედი ტელეკომპანიების, რადიო და ონლაინ მედიის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია და ორგანიზაციის გუნდის მონაწილეობით სატელევიზიო და რადიო გადაცემების დაგეგმვა
•    პრეს-რელიზების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

• უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებები); უპირატესობა მიენიჭებათ საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის დარგის სპეციალისტებს;
• მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში; არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
•    აუცილებელია ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა; 
•    ანალიტიკური აზროვნების და წერის უნარები (მათ შორის ინგლისურად);
•    ციფრული, მულტიმედიური და კომპიუტერული ტექნოლოგიების და პროგრამების  ცოდნა; 
•    ობიექტურობა, პუნქტუალობა, ანალიტიკური უნარი, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;
•    დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი და მოტივაცია;
•    სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ანაზღაურება:   1950  ლარი (დარიცხული)

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

•    რეზიუმე (СV);
•    სამოტივაციო წერილი  (არაუმეტეს 300 სიტყვისა)
•    უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
•    სასურველია რეკომენდატორების ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის პროფესიული

უნარ-ჩვევები:

•    არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია მომზადებული ნაშრომის (სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა) 
•    სასურველია ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (არანაკლებ B2).

დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrc@hrc.ge  გთხოვთ, subject ველში მიუთითოთ: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, (PR Manager).

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 19 ივლისი 18 :00  საათამდე

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით