სიახლეები

პროექტი ,,ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის“

31.07.2023
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცეტრმა (HRC) დაიწყო პროექტი ,,ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის“ (ConMeCo), რომელიც დოიჩე ველე აკადემიასთან (DWA) და მედიის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი 2023 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის 25 იანვრის ჩათვლით:

  • უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს ადამიანებს, რომლებიც ჟურნალისტური საქმიანობით არიან დაკავებულები.
  • საქართველოში არსებული მედიაგარემოს შესაფასებლად ჩაატარებს კვლევას, რომლის მიზანიც, ეროვნულ დონეზე, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, შესწავლა, შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება იქნება.
  • მოამზადებს საინფორმაციო ბროშურებს, რომელიც ჟურნალისტებს მიაწვდის ინფორმაციას მათი უსაფრთხოებისა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ.
  • ჩაერთვება პარტნიორი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში უფლებების დაცვის მექანიზმების გაცნობის და პრაქტიკაში გამოყენების მიმართულებით.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით.

#EU4GEORGIA
#MEDIATRANSPARENCY
სიახლეები
Loading...