კამპანია „ბოდიში“ - ბოდიში ტყვიების ნაცვლად!
კამპანია „ბოდიში“ დაიწყო 2007 წლის მარტში.
ბოდიშის თქმა არ არის ადვილი, ხშირად - არც მისი მიღება.
კამპანია „ბოდიშით“ ჩვენ ვცდილობთ, შეიცვალოს ურთიერთობის ის ფორმები, რომელიც ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. კამპანია „ბოდიში“ თავისი არსით აპოლიტიკური, ომის საწინააღმდეგო მოძრაობაა, რადგან მიგვაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.
„ბოდიშის“ მთავარი მიზანი ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ნდობის აღდგენა და საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევაა. ჩვენ გვინდა, ყველა დავაფიქროთ ომის საშინელებასა და იმ შეცდომებზე, რომელიც დავუშვით.