სიახლეები

ვაკანსია:     ადამიანის უფლებათა  ცენტრის იურისტ-ანალიტიკოსი, მონიტორი

04.09.2023
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებათა იურისტ-ანალიტიკოსის და მონიტორის პოზიციაზე. კონკურსი ცხადდება პროექტების ფარგლებში, რომელთა მიზანია სასამართლო და საპროტესტო აქციების  მონიტორინგი.

სამუშაო განაკვეთი:  სრული

ძირითადი მოვალეობები - აღწერა:

•    სასამართლო პროცესებისა და საპროტესტო აქციების მონიტორინგში მონაწილეობა; 
•    მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
•    ანალიტიკური დოკუმენტებისა და სასწრაფო განცხადებების/მიმართვების მომზადება; 
•  კვლევისა და ადვოკატირების მიზნებისათვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების, სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებისა და რელევანტური კვლევების შესწავლა და ანალიზი;
•    ადვოკატირების მიზნით სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
•   სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა იურისტ-ანალიტიკოსის და მონიტორის  საქმიანობის სფეროსთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•    უმაღლესი იურიდიული განათლება;
•    სასურველია პროფესით მუშაობის გამოცდილება;
•    სასურველია მკვლევრად, ან ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება;
•    სასამართლო და საპროტესტო აქციების მონიტორინგის გამოცდილება;
•    სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
•    ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
•    შრომის კარგი დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება:   ანაზღაურება 2320 ლარი  (დარიცხული)

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმ ენტები:

•    რეზიუმე (СV);
•    სამოტივაციო წერილი 
•  უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
•    პროფესიით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (სასურველია მკვლევრის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
•    უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
•    ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;

დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrc@hrc.ge გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: იურისტ-ანალიტიკოსი, მონიტორი.

 საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 სექტემბრამდე,  18 :00  საათი.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები  არ მიიღება.
სიახლეები
Loading...