სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის ტრენინგი: 'მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტის ტრანსფორმაცია'

13.09.2023
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს, ტრენინგის - “მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტის ტრანსფორმაცია“ მონაწილეთა შესარჩევად. 

სამდღიანი ტრენინგი გაიმართება 2023 წლის 24-26 ოქტომბერს ქალაქ სტამბოლში, თურქეთი.  მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებს და უფლებადამცველებს,  მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ პირებს და ეთნიკური უმცირესობების თემების წარმომადგენლებს. ტრენინგს გაუძღვება რუმინეთის მშვიდობის ინსტიტუტის - PATRIR-ის პრეზიდენტი და სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი (DPO), მედიაციის, მშვიდობის მშენებლობისა და სამშვიდობო პროცესების საერთაშორისო ექსპერტი კაი ბრანდ-ჯაკობსენი. ტრენინგის სამუშაო ენაა ინგლისური და რუსული. უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი. ტრენინგში მონაწილეობა სრულად დაფინანსდება ორგანიზაციის მიერ. 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV და სამოტივაციო წერილი გამოგზავნეთ ინგლისურ ან რუსულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: ninotlashadze@gmail.com 2023 წლის 30 სექტემბრის 18 საათამდე.
 
ტრენინგი გაიმართება  პროექტის - „თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ნდობის აღდგენისა და ქართულ საზოგადოებაში წარსულის გადაფასების შესახებ დიალოგის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში“, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდის ifa (Institut für Auslandsbeziehungen), Funding programme zivik-ის ფინანსური მხარდაჭერით.
სიახლეები
Loading...