სიახლეები

შეხვედრა სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების ადვოკატებთან

25.09.2023
ფონტის ზომა
2023 წლის 22 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ონლაინ-ფორმატში შეხვდნენ ადვოკატებს, რომლებიც იცავენ ბრალდებულთა ინტერესებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადვოკატები გიორგი მახარაძე, ლაშა ცუცქირიძე და ბექა ბასილაია, რომლებიც იცავენ ირაკლი ოქრუაშვილის, ბესიკ თამლიანის, ნატალია ილიჩოვას და სხვა ბრალდებულებს, რომელთა წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები ამ დროისთვის საერთო სასამართლოებში მიმდინარეობს.

საუბარი შეეხო ორ საკითხს:

•    სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადება სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების მიმდინარეობისას როგორ მუშაობს და მოსამართლეების მხრიდან ამ ნორმის გამოყენებისას დაცვის მხარე აწყდება თუ არა გამოწვევებს. 
•    საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პრაქტიკაში რა შეიცვალა და როგორ აფასებენ ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ამზადებს ანალიტიკურ დოკუმენტს, რომელიც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში მხარეთა მტკიცებულებების გამოკვლევის ნაწილში მოსამართლის მონაწილეობის (მოწმესთან შეკითხვის დასმა) ხარისხის შესაბამისობას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტთან. დოკუმენტში ასახული იქნება ადვოკატების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მოსაზრებები.
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...